კულტურათა ტიპოლოგიის მეთოდოლოგიური საფუძველი

კულტურათა ტიპოლოგიის მეთოდოლოგიური საფუძველი
კულტურული პროცესის სხვადასხვა კონცეფცია: ევოლუციური, ციკლური, კულტურულ-ისტორიული ვერსიები და სხვ. არსებობს ტიპოლოგიური თეორიები, რომლებშიც ამა თუ იმ ტიპის კულტურის სტრუქტურულ საფუძვლად მიიჩნევა ადამიანის კულტურულად დეტერმინირებული ქცევა, გეოგრაფიული, ქრონოლოგიური, ეროვნული და სხვა პრინციპები. კულტურათა ტიპოლოგიური კვლევა დღეისათვის კულტუროლოგიის ერთ-ერთი ძირითადი და ყველაზე აქტუალური პრობლემის - ცივილიზაციური კუთვნილების (იდენტურობის) - განსაზღვრის საშუალებას იძლევა. ეს პრობლემა სცილდება წმინდა სამეცნიერო ინტერესებს და მჭიდროდაა დაკავშირებული სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ ინტერესებთან. ცივილიზაციური იდენტურობის განსაზღვრა ხშირად განიხილება იმ კრიზისიდან თავის დაღწევის საშუალებად, რომელსაც განიცდიან ჩამოყალიბების პროცესში მყოფი სახელმწიფოები. მკვლევრები აღნიშნავენ იმ გარემოებასაც, რომ დასახელებული პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ე.წ. მცირე ერებისათვის. კულტურათა ტიპოლოგიური რაობის განსაზღვრის ერთი საინტერესო ნიშნი მათი ტრადიციულობისა და ინოვაციურობის თვალსაზრისით გამიჯვნაა.
Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»